ბრიუსელის აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტებში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს

ბრიუსელის აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტებში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს

ბრიუსელის აეროპორტში გუშინ განხორციელებულ ტერაქტებში ეჭვმიტანილი ნაზიმ ლააშრაუი დააკავეს. ამის შესახებ "ფოქს ნიუსის" ცნობით, ბელგიური მედია წერს.

აღსანიშნავია, რომ დაკავებული პარიზის ტერაქტებისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების შექმნაშიცაა ეჭვმიტანილი.

ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტებში მონაწილე ეჭვმიტანილების ვინაობა დღეს დილით დაასახელა. ნაზიმ ლააშრაუის გარდა, დასახელდა კიდევ ორი პირი - ძმები ხალიდ და ბრაჰიმ ელ-ბაკრაუი. ამასთან გავრცელდა სამი ეჭვმიტანილის ვიდეომასალაც, რომელიც სათვალთვალო კამერამ ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტებიდან ცოტა ხნით ადრე დააფიქსირა.