პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა აპრილში ჩატარდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ზუსტი თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.
ყრილობაზე "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. აღნიშნულ პოსტზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი და ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ დელეგატები მას ერთხმად დაუჭერენ მხარს.
რაც შეეხება პარტიის საარჩევნო სიას, კობახიძის თქმით, "ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ვერც ერთი სახელი და გვარი ვერ დასახელდება".