ინტერპოლმა ჩათვალა, რომ დათა ახალაიას მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს

ინტერპოლმა ჩათვალა, რომ დათა ახალაიას მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას ადვოკატის ინფორმაციით, ინტერპოლმა ევროპული სასამართლოს სამართლებრივი შედეგი გაიზიარა, რომლის მიხედვითაც, დათა ახალაიას მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განუცხადა, საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის მიზეზი სწორედ ეს გახდა.

"ევროპულმა და საბრძნეთის სასამართლომ უარი უთხრა ქართულ მხარეს ახალაიას ექსტრადაციაზე. ექსტრადაციაში მითითებული იყო ნავთლუღის სპეცოპერაციისა და გირგვლიანის საქმეები. ეეროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დავით ახალაიას მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს საქართველოში და სამართალწარმოება პოილიტიკურად მოტივირებულია. აღნიშნული სამართლებრივი შედეგი გაიზარებული იქნა ინტერპოლის მიერ და შეწყდა საერთაშორისო ძებნა," -განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ ორი საქმე იხილება – ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისა და გირგვლიანის საქმები. ორივე მათგანზე დათა ახალაიას წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი.

ინტერპოლმა კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ახალაია საბერძნეთში იყი დაკავებული, იგი იტალიიდან ყალბი სახელის გამოყენებით საბერძნეთში შესვლას ცდილობდა. დაკავებიდან მალევე, ახალაია 100 ათასი ევროს ოდენობის გირაოთი გაათავისუფლეს. საბოლოოდ კი, საბერძნეთის სასამართლომ ახალაია გაამართლა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.