„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ქალთა დაჯგუფების ლიდერი ლიკვიდირებულია

„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ქალთა დაჯგუფების ლიდერი ლიკვიდირებულია

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ შირნაკის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ქალთა ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი ბერივან ავესტა მოკლეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქალაქ შირნაკის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ 4 ტერორისტის, მათ შორის ქალთა ფრთის ლიდერის ლიკვიდირება მოხდა, ხოლო 9 ტერორისტი დააპატიმრეს.