ბრიუსელის აეროპორტში და მეტროსადგურებში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებში ძმები - ჰალიდ და ბრაჰიმ ბაკრაუები არიან ეჭვმიტანილები.
მთავარი ეჭვმიტანილები პარიზის ტერაქტების ორგანიზატორთან სალაჰ აბდესლამთან არიან კავშირში.
ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით, ბელგიის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის ინფორმაციით, აეროპორტში აფეთქებული ტერორისტი ძმების ცხედრების ამოცნობა უკვე მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის აეროპორტში და მეტროსადგურებში მომხდარ აფეთქებებს, 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.
ბელგიაში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.