საფრანგეთში, ქალაქ ტულუზას აეროპორტი ადგილობრივი დროით, 06:45 საათზე დაიხურა.
უცხოური მედიის ცნობით, ადგილზე სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები არიან მობილიზებულები.
მისივე ცნობით, აეროპორტში უშიშროების სამსახურის თანამშრომლები და სამხედროები იმყოფებიან, რომლებიც ჩხრეკას აწარმოებენ.
მიმდინარეობს ავტომობილების და ასევე მგზავრების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შემოწმება.