თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიას ესწრება.
2016 წლის სესიის თემაა ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. სესიის ფარგლებში განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის : ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ნაწილში, კულტურათა და რელიგიათაშორისი აქტივობების ორგანიზება. ამასთან, მიმოიხილეს ეთიკისა და გამჭვირვალობის საკითხები ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ევროპის ქვეყნებში, ისაუბრეს კულტურათაშორისი საზოგადოებების შექმნისას გამოვლენილ გამოწვევებზე ადგილობრივ ხელისუფლებებში. ყურადღება გაამახვილეს ლტოლვილთა ინტეგრაციასა და ადგილობრივ ხელისუფლებათა როლზე ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისაუბრეს ადგილობრივი ხელისუფლებების ინსტრუმენტებზე საქმიანობის განხორციელებისას.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო "ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპული ქარტიის" ხელმომწერი ქვეყანაა, ვალდებულია, დაუახლოვდეს ევროპული სტილის ადგილობრივ დემოკრატიას.
"დღევანდელი სხდომა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხებოდა, მათ შორის, ცალკეულ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებას, აგრეთვე, განხილული იყო ის დემოკრატიული პროცესები, რაც მიმდინარეობს ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში, შესაბამისად, ძალიან საინტერესო ფორმატია იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ ცალკეული ქვეყნების გამოცდილებაზე, ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. ჩვენ ახლა გავდივართ ადგილობრივი დემოკრატიის იმ გზაზე, რაც ევროკავშირის ძალიან ბევრმა ქვეყანამ თავის დროზე წარმატებით გაიარა - ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კონტექსტში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ "ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპული ქარტიის" ხელმომწერი