პენტაგონმა იემენში

პენტაგონმა იემენში "ალ-ქაიდას" 200-მდე წევრი გაანადგურა

პენტაგონის განცხადებით, იემენში "ალ-ქაიდას" საწვრთნელ ბაზაზე მასიური საჰაერო დარტყმა განხორციელდა. როგორც euronews.ge წერს, პენტაგონის სპიკერ პიტერ კუკის თქმით, იერიშის შედეგად ათეულობით პირია განადგურებული.

"2 საჰაერო დარტყმა, რომელიც გამთენიისას განხორციელდა, 200-მდე ტერორისტის განადგურებით დასრულდა", - წერს სააგენტო უცხოურ მედიაზე დაყრდნობით.