ბრიუსელის აეროპორტი დღეს, 23 მარტს არ იმუშავებს. ამის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე აეროპორტის ხელმძღვანელობა წერს.
"აეროპორტი დაკეტილი იქნება 23 მარტს. ხვალ ჩვენ არსებულ ვითარებას შევაფასებთ და შესაძლოა, ბრიუსელის აეროპორტმა მუშაობა ხუთშაბათს განაახლოს", - წერია განცხადებაში.
გუშინ ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. მას მოჰყვა აფეთქებები ბრიუსელის მეტროშიც. ქვეყნის მთავრობამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. დაიღუპა 38 ადამიანი. 200-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარს ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, შარლ მიშელმა ყველაზე საშინელი დღე უწოდა ქვეყნის ისტორიაში.