აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ევროპაში გამგზავრების რისკების შესახებ აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება საგაერო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. 

"ტერორისტული დაჯგუფებები აგრძელებენ დაგეგმონ მომავალში ევროპის ტერიტორიაზე უახლოესი თავდასხმები, მათი მიზანი შესაძლოა, სპორტული ღონისძიებები, ტურისტული ადგილები, რესტორნები და ტრანსპორტი იყოს. ევროპაში მოგზაურობაზე გაფრთხილება 2016 წლის 20 ივნისამდე შენარჩუნდება", - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

უწყება ასევე მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს. ბრიუსელში გუშინ მომხდარი ტერაქტების შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი, ხოლო 200-ზე მეტი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.