ბრიუსელის პოლიცია აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილ მამაკაცს ეძებს

ბრიუსელის პოლიცია აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილ მამაკაცს ეძებს

ბრიუსელის პოლიციამ ძებნა გამოაცხადა იმ მამაკაცზე, რომელიც გუშინ აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტშია ეჭვმიტანილი და რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ამის შესახებ "ბიბისი" წერს. 

სათვალთვალო კამერის კადრებში ჩანს სამი მამაკაცი, რომელთაც ბარგი ურიკით გადააქვთ. მათგან პოლიციის ცნობით, ორი დაიღუპა, ერთი კი ცოცხალია. 

ბელგიის დედაქალაქის აეროპორტსა და მეტროში განხორციელებულ აფეთქებებზე პაუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერაქტების შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი. ბელგიამ მომხდარის შემდეგ ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული