საფრანგეთის უმაღლესმა სააპელაციო სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ კორუფციის საკითხში არსებული მტკიცებულებების აღიარება გადაწყვიტა.
სარკოზის წინააღმდეგ სავარაუდოდ საქმე იქნება აღძრული, რაც ყოფილი პრეზიდენტის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად მონაწილეობის შანსებს რისკის ქვეშ აყენებს.
ყოფილი პრეზიდენტის პარტიის განცხადებით გამომძიებლების მტკიცებულება არაკანონიერი გზით იქნა მოპოვებული, კონკრეტულად, პირადი დიალოგების მოსმენით, მათ შორის სარკოზის მოსამართლის დიალოგების. მიუხედავად ამისა სასამართლომ სამხილი დასაშვებად ცნო.
61 წლის სარკოზი თავდაპირველად თებერვალში დაიკითხა საარჩევნო კომპანიის არალეგალური დაფინანსების გამო. ბრალდებები მოიცავს პრეზიდენტის ორმაგ ანგარიშს და 18 მლნ ევროს ოდენობის ცრუ ინვოისებს, რომელიც ბიგმალიონის ორგანიზაციისთვის გამოიცა.