მამუკა ახვლედიანმა შესაძლოა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბოს

მამუკა ახვლედიანმა შესაძლოა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბოს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა შესაძლოა, არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბოს. 
ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში სამომავლო გეგმებზე საუბრისას მამუკა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ვარიანტი არის და ის თავის კოლეგებთან ერთად სხვადასხვა კონსულტაციას გადის. 
"არ გამოვრიცხავ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნას კონკრეტულად სასამართლოზე ორიენტირებული და ძირითადად სწორედ ის პრინციპული და სიმართლისმთქმელი ადამიანები შეიკრიბონ და ყველა იმ პრობლემატიკაზე ისაუბრონ, რომელიც სასამართლოში ხდება. რადგან მე - ერთ ადამიანს არც საშუალება მქონდა ამდენი და ალბათ, 1%-იც არ მითქვამს იმ პრობლემების, რაც სასამართლო სისტემაში ხდება", - განაცხადა ახვლედიანმა. 
იუსტიციის საბჭომ მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან თვის წინ გაათავისუფლა.