ბარაქ ობამა - საერთაშორისო კოალიცია

ბარაქ ობამა - საერთაშორისო კოალიცია "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციების განადგურებას გააგრძელებს

საერთაშორისო კოალიცია სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციების განადგურებას გააგრძელებს. ამის შესახებ კუბაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მედიას განუცხადა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ბელგიელი ხალხისადმი მიმართვაში აღნიშნა, რომ "მომხდარი კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მსოფლიო ერთიანი უნდა იყოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში". 

"ამერიკელი ხალხის ფიქრები ბელგიელ ხალხთან არის. ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ მათ და ვგმობთ ამ აგრესიულ თავდასხმებს უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელია ჩვენი მეგობარი და მოკავშირე ბელგიის დასახმარებლად. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმის, რომ მსოფლიო ერთიანი უნდა იყოს. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, მიუხედავად ჩვენი ეროვნებისა, რასისა და რწმენისა, ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ შეგვიძლია და დავიცავთ მსოფლიოს გარშემო ხალხების უსაფრთხოებას", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბელგიელი ხალხისადმი მიმართვაში. 

ბრიუსელში მომხდარ აფეთქებების სერიას ბოლო მონაცემებით, 38 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 230-ს გადააჭარბა. 
ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტებისთვის პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო და საერთაშორისო კოალიციაში მონაწილე ქვეყნებს ახალი ტერაქტებით დაემუქრა.