ბელგიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ბელგიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ბელგიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ დასავლური მედია იტყობინება. ბოლო ინფორმაციით, ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა და 230-ზე მეტი დაშავდა.

ორი ტერაქტი განხორციელდა ბრიუსელის აეროპორტში, მოგვიანებით კი აფეთქებები მოხდა მეტროს ორ სადგურში, ევროპული რაიონის სიახლოვეს. 
მომხდართან დაკავშირებით ბელგიაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული, მიმდინარეობს გამოძიება.