მუქარების მიუხედავად ბელგია

მუქარების მიუხედავად ბელგია "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლას გააგრძელებს

მუქარების მიუხედავად ბელგია "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში ჩართულ საერთაშორისო კოალიციაში მონაწილეობას გააგრძელებს. ამის შესახებ აშშ-ში ბელგიის ელჩმა იოჰან ვერბეკმა "CNN"-ს განუცხადა.

მისი თქმით, ტერორისტები ბელგიის დაშინებას ვერ შეძლებენ. როგორც ელჩმა აღნიშნა, ბრიუსელში მომხდარი თავდასხმები მიმართული იყო მთელი ევროპის წინააღმდეგ.