ბრიუსელის შერბეკის რაიონში ანტიტერორისტული რეიდი მიმდინარეობს. სამართალდამცველები ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილ პირს ეძებენ.
აღნიშნული პირი ბრიუსელის აეროპორტში კამერებმა დააფიქსირა. მას ღია ფერის ქურთუკი ეცვა.
ეჭვმიტანილი ორი პირთან ერთად იმყოფებოდა, რომლებმაც, როგორც დასავლური მედია იტყობინება, აეროპორტში თავი აიფეთქეს.
რეიდში სპეცდანიშნულების ძალები მონაწილეობენ.