"ისლამური სახელმწიფო" ახალი მუქარით გამოდის. როგორც "ბი-ბი-სი" წერს, განცხადებაში, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ავრცელებს, ნათქვამია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული "ჯვაროსნული" ქვეყნებისთვის "უარესი დღეები დადგება".
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯიჰადისტებმა ბელგიის დედაქალაქში სამიზნეები წინასწარ შეარჩიეს.