რუსეთი სავჩენკოს გაცვლის შესაძლებლობის განხილვისას კანონმდებლობის მკაცრი დაცვით იმოქმედებს

რუსეთი სავჩენკოს გაცვლის შესაძლებლობის განხილვისას კანონმდებლობის მკაცრი დაცვით იმოქმედებს

უკრაინის მოქალაქის ნადეჟდა სავჩენკოს გაცვლის შესაძლებლობის განხილვისას, რუსეთი ეროვნული კანონმდებლობის მკაცრი დაცვით იმოქმედებს. ამის შესახებ "ტასს" უკრაინის პრეზიდენტის საპასუხოდ რუსეთის პირველი პირის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

"რუსული მხარე ეროვნული კანონმდებლობის მკაცრი დაცვით იმოქმედებს. დანარჩენი გადაწყვეტილება კი მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტმა შეიძლება მიიღოს. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა პესკოვმა.

როსტოვის ოლქის დონეცკის საქალაქო სასამართლომ უკრაინელ მფრინავსა და სახალხო დეპუტატს ნადეჟდა სავჩენკოს, რომელსაც ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობას ედავებიან, 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღესვე პეტრო პოროშენკომ ვლადიმერ პუტინს ნადეჟდა სავჩენკოს ორ რუს სამხედროში გაცვლა შესთავაზა.