გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ბრიუსელისა და პარიზის ტერაქტები ერთი ქსელის მიერ განხორციელდა

გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ბრიუსელისა და პარიზის ტერაქტები ერთი ქსელის მიერ განხორციელდა

ბელგიელი გამომძიებლები განიხილავენ ვერსიას, რომლის თანახმად თავდამსხმელები, რომლებმაც ბრიუსელში ტერაქტები განახორციელეს, სავარაუდოდ, იმავე ქსელში შედიოდნენ, რომელმაც 2015 წლის ნოემბერში პარიზში ტერაქტები განახორციელა.

ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს წყარომ ბელგიის უშიშროების სტრუქტურებიდან აცნობა. ცოტა ხნის წინ დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტებისთვის პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ჯიჰადისტების ცნობით, ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში თავდასხმები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.