უცხოური მედია ბრიუსელის აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტთან სავარაუდო კავშირში მყოფი პირების ფოტოს ავრცელებს.
ბრიუსელში დღეს, ორი ძლიერი აფეთქება განხორციელდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ ამ დრომდე, განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. BBC 31 დაღუპულის შესახებ იტყობინება. სხვა მონაცემს ავრცელებს "ევრონიუსი". მისი ინფორმაციით, მსხვერპლთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა.
ბელგიაში, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.