გამნაღმველებმა ბრიუსელის აეროპორტში ნაპოვნი მესამე ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს. როგორც დასავლური მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, საუბარია აეროპორტში დატოვებულ ე.წ. შაჰიდის ქამარზე.
მანამდე, აეროპორტში ჩანთაში მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა და კიდევ ერთი შაჰიდის ქამარი იპოვეს. როგორც ბრიუსელის აეროპორტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ხვალ აეროპორტი მუშაობას არ განაახლებს.