"ისლამური სახელმწიფო" ბრიუსელის ტერაქტების დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო", რომელმაც ბრიუსელში ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმების დეტალებს ავრცელებს.

დაჯგუფების ერთ-ერთი მედიასაშუალების, სააგენტო "ალ-ამაკის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა თავდასხმები შაჰიდის ქამრებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების საშუალებით განახორციელეს.

"ისინი თავს დაესხნენ აეროპორტსა და მეტროს ცენტრალურ სადგურს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის ცენტრში, ქვეყანაში, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციაში მონაწილეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ტერორისტების თქმით, "ბოევიკებმა" ზავენტემის აეროპორტში ცეცხლი გახსნეს, რის შემდეგაც რამდენიმე მათგანმა თავი აიფეთქა.

რაც შეეხება ბრიუსელის მეტროს, ტერორისტების ინფორმაციით, მალბეკის სადგურზე ასევე თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.