არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამების საკათედრო ტაძრის ნულოვან სართულზე, 50 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
"რუსთავი 2"ის ინფორმაციით, ცეცხლი სამების ახალგაზრდული ცენტრის ტერიტორიაზეა გავრცელებული, რომელიც ტაძრის ნულოვან სართულზე მდებარეობს და სადაც საკანცელარიო ნივთები ინახება.
წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქად არის დაშავებული მესანთლე, მას სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.
"დაახლოებით ერთი საათის წინ, წირვა მიმდინარეობდა, როდესაც შუქები ჩაქრა და ტაძარში კვამლი ამოვიდა. ისეთი კვამლია, რომ ვერავინ ვერაფერს ხედავდა. დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ვერ ახერხებდნენ ცეცხლის კერის მოძებნას. ახლა მგონი მიაგნეს",- განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად ქაწაშვილის ინფორმაციით, ხანძრის კერა არის ტაძრის ნულოვან სართულზე არსებული სტამბა.
ადგილზე ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. ხანძარი უკვე ლოკალიზებულ