სამების ტაძარში მეხანძრეები ხანძრის კერას ეძებენ

სამების ტაძარში მეხანძრეები ხანძრის კერას ეძებენ

სამების საკათედრო ტაძარში ძლიერი დაკვამლიანებაა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, კვამლი სამების ტაძრის პირველ სართულზეა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები. მეხანძრე-მაშველები ხანძრის კერას ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრიდან მოქალაქეების ევაკუირება დროულად მოხერხდა. ამ დროის მონაცემებით დაშავებული არავინაა.