სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ლია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე ტუბერკულოზით დაავადებულები და ტუბელკულოზთან მებრძოლი ექიმები დალოცა.
როგორც პატრიარქმა დღევანდელ ქადაგებაზე აღნიშნა, 24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მანვე მრევლს ტუბერკულოზთან საბრძოლველად კონკრეტული რეკომენდაციები მისცა.
"დღეს ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ფიზიკურად უჭირთ. 24 მარტს არის ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. დღეს აქ არიან სახელოვანი ექიმები, რომლებიც მკურნალობენ ამ სენს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რით შეგვიძლია ვებრძოლოთ ამ ავადმყოფობას. პირველი და მთავარი, რომლითაც უნდა გავუმკლავდეთ ამ დაავადებას, ეს არის პირადი ჰიგიენა და ხელების ხშირი დაბანა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ფიქრობს თავის პირის ღრუზე. პირის ღრუ არის მთავარი ადგილი, საიდანაც ინფექცია ვრცელდება. ამიტომ სისუფთავე ლოგინის, ტანსაცმლის, სახლის, ჰაერის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ ვებრძოლოთ ამ დაავადებას", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
მისივე თქმით, ადრე ციხეები იყო ამ მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. დღეს სიტუაცია ამ მიმართულებით გამოსწორებულია. "ძალიან მნიშვნელოვანია ციხეებში არსებული მდგომარეობა. ახლა თანდათან უფრო მეტად სისუფთავეა, თუმცა ადრე ციხეში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო და მთავარი გავრცელების ადგილი ტუბერკულოზის სწორედ ციხე იყო. ჩვენი ხელისუფლება ამას ყურადღებას აქცევს და შესაბამისად, გავრცელებაც ნაკლებია. ღმერთმა დალოცოს ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები და ტუბერკულოზთან მებრძოლი ექიმები", - ბრძანა პატრიარქმა.