პატრიარქი მოსახლეობას მართლმადიდებლობის ზეიმს ულოცავს

პატრიარქი მოსახლეობას მართლმადიდებლობის ზეიმს ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მთელს საქართველოს მართლმადიდებლობის ზეიმს ულოცავს.

როგორც პატრიარქმა დღევანდელ ქადაგებაზე ბრძანა, ეს არის მსოფლიო ეკლესიის ზეიმი. "გილოცავთ მართლმადიდებლობის ზეიმს, ეს არის სამოციქულო ეკლესიის, მთელი მსოფლიო ეკლესიის ზეიმი. გილოცავთ ასევე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. ამ დღეს შედგა დიდი მოვლენა კონსტანტინეპოლში, საქართველოს ეკლესიას გადმოეცა ორი სიგელი - პატრიარქობის და ავტოკეფალიის", - განაცხადა პატრიარქმა.