ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიგრაციულ კრიზისზე მიღწეული შეთანხმება ამოქმედდა

ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიგრაციულ კრიზისზე მიღწეული შეთანხმება ამოქმედდა

ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიგრაციულ კრიზისზე მიღწეული შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა. დოკუმენტი, რომელსაც 18 მარტს მოეწერა ხელი, თურქეთში ევროპიდან არალეგალი მიგრანტების დაბრუნებას ითვალისწინებს. საპასუხოდ ევროკავშირი მიიღებს თურქეთის ტერიტორიაზე ლტოლვილთა ბანაკებში მყოფ მიგრანტებს, თუმცა ეს მხოლოდ სირიის მოქალაქეებს შეეხება.

როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, შეთანხმების შესრულების მიზნით უახლოეს პერიოდში საბერძნეთში 2 300 თარჯიმანი და მიგრაციის საკითხების სპეციალისტი ჩავა.