როსტოვის ოლქში დღეს გლოვის დღეა. ყველა დასახლებულ პუნქტში რუსეთის დროშები დაშვებულია, გაუქმდა გასართობი ღონისძიებები და გადაცემები.
დღესვე დონის როსტოვის აეროპორტის რაიონში სამგლოვიარო მიტინგი გაიმართება. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ხელისუფლება დაღუპულთა ნათესავებს ფულად კომპენსაციას მილიონი რუბლის ოდენობით გადასცემს.
გარდა ამისა, ავიაკომპანია FlyDubai ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს 20 ათას აშშ დოლარს გადაუხდის.