აშშ-ში საქართველოში დაბადებული, ბიზნესმენი შალვა ჩიგირინსკი დააკავეს. ამის შესახებ ტელეკომპანია "ბი-ბი-სი" იტყობინება.
ბიზნესმენი კონექტიკუტის შტატის ქალაქ გრინვიჩში დააპატიმრეს. ის არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ეჭვმიტანილი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავად ბიზნესმენი ყველა ბრალდებას უარყოფს. 66 წლის შალვა ჩიგირინსკი რუსეთში რამდენიმე კომპანიის აქციების მფლობელია, ასევე ნავთობის ბიზნესშია ჩართული.
2009 წელს "ფორბსმა" ბიზნესმენის ქონება 600 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა.
ქართული მედიის თანახმად, ქუთაისში დაბადებული შალვა ჩიგირინსკი საქართველოში 1990 წლის შემდეგ აღარ ჩამოსულა.