დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. როგორც საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, გამოძიების დასრულებისთვის მინიმუმ ორი თვე იქნება საჭირო.
ავიაკატსტროფა 19 მარტს მოხდა, შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი 62 ადამიანი. სპეციალისტები სამ ძირითად სავარაუდო მიზეზს ასახელებენ, ესენია ტექნიკური გაუმართაობა, რთული მეტეოლოგიური პირობები და ეკიპაჟის შეცდომა. თუმცა, როგორც რუსმა კანონმდებელმა სერგეი შატიროვმა განაცხადა, ავიაკატასტროფა დიდი ალბათობით ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია.
მისი თქმით, ეკიპაჟის ხელმძღვანელს უნდა აერჩიათ ალტერნატიული აეროპორტი დასაფრენად.
"მან გადაწვიტა როსტოვში დაფრენა, რის გამოც ორსაათნახევრიანი ფრენის დროს საწვავი დაიხარჯა", - აღნიშნა ფედერაციული საბჭოს წარმომადგენელმა ტრანსპორტის საკითხებში.
მისივე თქმით, როდესაც მფრინავმა მოითხოვა როსტოვის აეროპორტში დაფრენა, დისპეტჩერმა მას ამის ნებართვა არ მისცა უამინდობის გამო, თუმცა, თვითმფრინავს საკმარისი საწვავი უკვე აღარ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ Fly Dubai-ის კუთვნილმა სამგზავრო ლაინერმა პირველ ცდაზე დაფრენა ვერ განახორციელა, რის გამოც გარკვეული დროის განმავლობაში აეროპორტის ცაზე იფრინა.