სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 20 ადამიანი. ამის შესახებ CNN turk იტყობინება. გავრცელებული ცნობით, დაშავებულთაგან 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. 

აფეთქება სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. აფეთქება ადგილობრივი დროით, დაახლოებით 10:55 საათზე მოხდა, რა დროსაც ქუჩაში შედარებით ნაკლები ადამიანი იყო.