გიორგი კვირიკაშვილი დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

გიორგი კვირიკაშვილი დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარება გამოთქვა. 

"მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. თანავუგრძნობ რუს ხალხს და გამძლეობას ვუსურვებ ამ განსაცდელის ჟამს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. 

დონის როსტოვში "ბოინგმა" დაშვებისას კატასტროფა განიცადა, რასაც 62 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 55 მგზავრი, დანარჩენი ეკიპაჟის წევრი იყო.
თვითმფრინავმა კატასტროფა მოსკოვის დროით 03:40 საათზე განიცადა. Fly Dubai-ის თვითმფრინავი რუსეთის მიმართულებით რეისს დუბაიდან ასრულდებდა. 

დაღუპულები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა, თუმცა არიან უკრაინის, უზბეკეთისა და ინდოეთის მოქალაქეებიც. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება.