რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ისინი სირიის ქალაქ პალმირას სიახლოვეს, დღეში 25 ავიადარტყმას ახორციელებენ ე.წ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სირიის სამთავრობო ძალების დასახმარებლად. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი, სერგეი რუდსკოი აცხადებს, სირიის არმია ვერ ახერხებს "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების დამარცხებას. მისივე თქმით, სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ალეპოსთან ახლოს ექსტრემისტების მთავარი პოზიცია გაანადგურეს, რითიც მათ ქალაქში შესასვლელი გზა ჩაკეტეს.
პარალელურად, "ისლამურმა სახელმწიფომ" გაავრცელა ინფორმაცია გუშინ ხუთი რუსი სამხედროს მოკვლის შესახებ. თუმცა, ამ ინფორმაციას თავად მოსკოვში არ ადასტურებენ.
აღსანიშნვია, რომ ექსტრემისტებს ქალაქი პალმირა გასული წლის მაისის შემდეგ დაკავებული აქვთ. მას შემდეგ მათ ქალაქში მდებარე არაერთი ისტორიული და კულტურული ძეგლი გაანადგურეს.