მედიასთან კომუნიკაციის ფორმა იყო არასწორი. ჩემი აზრით, ზოგიერთი პოსტი იყო ემოციური და ამოვარდნილი იმ ბალანსიდან, რა ურთიერთობაც უნდა იყოს მედიასაშუალებასა და მაღალი რანგის ჩინოვნიკს შორის, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა კახი კახიშვილმა "კვირის პალიტრას" განუცხადა.
"შესაძლოა, ობიექტურად შეცდომა იყო დაშვებული, მაგრამ IPN-მა ბოდიშიც მოიხადა, რაც ხშირად არ ხდება ჩვენს მედიაში. ვფიქრობ, რომ არ არის სწორი მედიასთან ასეთი ურთიერთობა, მით უმეტეს, როცა საქმე გაქვს აკადემიურ და პროფესიონალურ მედიასთან. ეს იყო ემოციური პოსტი, რომელმაც იმის გამო, რომ მისი ავტორი იყო მაღალი თანამდებობის პირი, მიიღო ოფიციალური სახე...
ჩემთვის ასეთი ტიპის ფარული ჩანაწერები არის ამაზრზენი. ამიტომ მედიაც ზოგადად ფრთხილი უნდა იყოს", - განაცხადა კახიშვილმა, თუმცა აღნიშნა, რომ შეცდომისგან დაზღვეული არავინაა.