ალეკო ელისაშვილი - ოროსანი ბავშვიც კი არ დაწერდა ისეთ სისულელეებს, რაც პროკურატურის განცხადებაში ეწერა

ალეკო ელისაშვილი - ოროსანი ბავშვიც კი არ დაწერდა ისეთ სისულელეებს, რაც პროკურატურის განცხადებაში ეწერა

ოროსანი ბავშვიც კი არ დაწერდა ისეთ სისულელეებს, რაც პროკურატურის განცხადებაში ეწერა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. პროკურატურის თქმით, ე.წ. "კოკაინის საქმეზე" ჩადენილი შესაძლო კორუფციული ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.

"პროკურატურა მუშაობდა ჩაფარცხვაზე და მათი ჭკუით ჩაფარცხეს. თავს იტყუებენ. ისეთი დასკვნა დაწერეს, რომ თან ვკითხულობდი და თან სიცილით ვკვდებოდი. ოროსანი ბავშვი არ დაწერდა ისეთ სისულელეებს, რაც მათ ეწერათ. პუნქტობრივად სხვა დროს გავყვები, მაგრამ ფაქტი ერთია – მაქსიმალურად დააფარეს ხელი ბესელია-კობახიძეს. თუ ჰგონიათ, რომ სამარადჟამოდ შერჩათ ეს ყველაფერი, ძალიან ცდებიან. ჩემს მთავარ მიზანს მივაღწიე – საზოგადოებას ვუთხარი სინამდვილეში ვინ არის ეს ხალხი. მათ ბედს რომ წყვეტენ, სინამდვილეში ვინ არიან ეს ქალები", - განაცხადა ელისაშვილმა. 
დეპუტატის კომენტარს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.