უმრავლესობის 3 დეპუტატი ავარიაში მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონთან მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, პარლამენტის სამივე წევრი - გიორგი ფეიქრიშვილი, თენგიზ ხუბულური და მახირ დარზიევი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კვაჭანტირაძის ინფორმაციით, დეპუტატების ჯანმრთელობის მდგომარეობა "მძიმე არ არის".
ამასთან, როგორც სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეხაჯა.