გია ვოლსკი მეჭიაურის განცხადებაზე:  ასეთი არაკორექტული წამოძახილი არ ეკადრება პოლიტიკოსს

გია ვოლსკი მეჭიაურის განცხადებაზე: ასეთი არაკორექტული წამოძახილი არ ეკადრება პოლიტიკოსს

ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი თამაზ მეჭიაურის განცხადებას "არაკორექტულს" უწოდებს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პოპულისტური განცხადებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

,,ეს განცხადება იყო არაკორექტული. უპირისპირდება იმ პოლიტიკას, რაც სახელმწიფოს აქვს. არის ემოციურ ფონზე წამოძახილი, რომელიც არ ეკადრება მაღალ დონეზე მყოფ პოლიტიკოსს. არ არის ქვეყნისთვის საჭირო ასეთი განცხადებების კეთება ასეთ დროს. პირიქით, საზოგადოებას უნდა მოვუწოდოთ სწორედ იმისკენ, რომ ზედმიწევნით ჩვენი არა თუ მარტო კანონით, ტრადიციით დამკვიდრებული ტოლერანტობა, დათმობა, ურთიერთსიყვარული და კანონის უზენაესობა გავითავლისწინოთ, რა ლოზუნგითაც ,,ქართული ოცნება" მოვიდა და არის ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს და თავი დაანებოს პოპულისტურ განცხადების გაკეთებას," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა დღეს "ცინიკურად" შეაფასა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ გამართული აქცია.

"უბრალოდ ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია - იმ ქალაქიდან, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქედან ,,გაპიდარასტებას" იწყებენ ზოგიერთები", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.