გრიგორი კარასინი ვლადიმერ პუტინის ოფიციალურ წარმომადგენლად დაინიშნა

გრიგორი კარასინი ვლადიმერ პუტინის ოფიციალურ წარმომადგენლად დაინიშნა

ვლადიმერ პუტინმა გრიგორი კარასინი ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხების პარლამენტში განხილვისას, თავის ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშნა.

შესაბამისი განკარგულება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში, 2015 წლის 18 თებერვალს, რუსეთსა და  ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ ე.წ. შეთანმებას მოეწერა ხელი.