ერთმანეთისგან ნებსით თუ უნებლიეთ, ნუ შევქმნით მტრის ხატს

ერთმანეთისგან ნებსით თუ უნებლიეთ, ნუ შევქმნით მტრის ხატს

ერთმანეთისგან ნებსით თუ უნებლიეთ ნუ შევქმნით მტრის ხატს, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "რესპუბლიკელმა" დავით ბერძენიშვილმა კოლეგებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ.      

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში 150 ადამიანი არის შეთანხმებული იმაში, რაც დღეს საქართველოს კანონმდებლობაში არის ასახული, რომ ქორწინება არის ქალის და კაცი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.

"მე არ გამიგონია არც ერთი დეპუტატისგან საჯაროდ რაიმე სხვა ინტერპრეტაცია ამ ჩანაწერის. აქ არის სხვაობა იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩაიწეროს ეს კონსტიტუციაში, იქნება გამოყენებული ნებსით თუ უნებლიეთ რბილი ძალის მიერ თუ ვერ იქნება, ინიცირება ამ საკითხს გადაფარავს თუ ვერა და ა.შ. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, იმის მიუხედავად, ტაქტიკაში ვის რა სხვაობები გვაქვს, მოვერიდოთ ერთმანეთის პირდაპირ ან არაპირდაპირ შეგულიანებას და მით უმეტეს მხილებას. მე ძალიან მშვიდად ვუყურებ თითოეული დეპუტატის უფლებას, იყოს დარწმუნებული, საკუთარ სიმართლეში", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.