ქურთებით დასახლებულ პროვინცია დიარბაკირში პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა

ქურთებით დასახლებულ პროვინცია დიარბაკირში პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ძირითადად ქურთებით დასახლებულ პროვინცია დიარბაკირში პოლიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.

"ბიბისის" ცნობით, 150-კილოგრამიანი ბომბი შენობის გვერდით მდგარ ავტომობილში იყო მოთავსებული. სამართალდამცავმა უწყებებმა ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფა უკვე მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ ქურთმა მებრძოლებმა გასულ კვირას ანკარაში განხორციელებულ თავდასხმაზე აიღეს პასუხისმგებლობა. მომხდარს 37 ადამიანი შეეწირა. ქურთებმა მორიგი თავდასხმების განხორციელების შესახებაც განაცხადეს. მომხდარის შეემდეგ გერმანიამ თურქეთში დიპლომატიური მისიებისა და გერმანული სკოლების დახურვის გადაწვეტილება მიიღო.