დღეს ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაბა წყნეთში, დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც მე-2 კორპუსის (A ზონა) გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა. დაზიანებული ფუნდამენტი შეიცვალა მონოლითური რკინა-ბეტონის საძირკვლით, ამოივსო ბზარები, შეილესა კედლები, მოეწყო ტროტუარი.
„15 წელზე მეტია, რაც აქ სამუშაოები არ ჩატარებულა. თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, გამგეობამ კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები განახორციელა; არის კიდევ რამდენიმე პრობლემური კორპუსი, რომლებიც, ასევე საჭიროებს რეაბილიტაციას; უახლოეს დღეებში დაიწყება სამუშაოები გაგრის ქუჩაზე, III ჩიხის მე-5 კორპუსში; იგეგმება, ასევე, მაია წყნეთელის შესახვევში #21-ე კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.
კორპუსში, რომელიც კაპიტალურად გამაგრდა, 8 ოჯახი ცხოვრობს. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის‘‘ ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების 90% ვაკის რაიონის გამგეობამ, 10% კი დევნილთა სამინისტრომ დააფინანსა.