დიდი ბრიტანეთი უკრაინასთან სამხედრო შეთანხმების დამტკიცებას გეგმავს

დიდი ბრიტანეთი უკრაინასთან სამხედრო შეთანხმების დამტკიცებას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ მაიკლ ფელონის განცხადებით, ბრიტანეთი უკრაინასთან ახალი თავდაცვითი შეთანხმების პროექტის შემუშავებას გეგმავს.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა „The Telegraph“ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამხედრო შეთანხმება, რომელსაც ხელი 15 წლის ვადით მოეწერება, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, უკრაინელი სამხედროების წვრთნასა და მომზადებაში მხარდაჭრას ითვალისწინებს.

„დიდი ბრიტანეთი მყარად იდგება უკრაინის გვერდით, რომელიც საკუთარი ტერიტორიულ სუვერენიტეტს იცავს“, - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.