ანკარაში, საქართველოს საელჩო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული

ანკარაში, საქართველოს საელჩო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული

მარტს, ქალაქ ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, ანკარაში საქართველოს საელჩო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება ყურადღებით აკვირდება თურქეთში განვითარებულ მოვლენებს და ანკარაში საელჩოს მეშვეობით მუდმივ კონტაქტზე იმყოფება თურქეთის შესაბამის უწყებებთან.

უწყების ცნობით, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ ანკარაში საქართველოს საელჩოს და სტამბოლსა და ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოების ცხელ ხაზზე დაუკავშირდნენ: +90 (533) 690 30 40 - საელჩო ანკარაში. +90 (541) 818 44 00 - გენერალური საკონსულო სტამბოლში. +90 (541) 326 22 26 - გენერალური საკონსულო ტრაპიზონში.

სამუშაო საათებში, ასევე შესაძლებელია ანკარაში საქართველოს საელჩოს და სტამბოლსა და ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოებთან დაკავშირება შესაბამის საქალაქო ტელეფონებზე: საელჩო: +90 312 491 80 34; სტამბოლში გენერალური საკონსულო: +90 212 27002 61. ტრაპიზონში გენერალური საკონსულო: +90 462 32 62 226.