ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებიც ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ ივლიან.
ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს.
მისი განმარტებით, მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელებისთვის პასპორტები ხემისაწვდომი გახდეს.
"საქართველო მალე ელოდება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, საქართველოს სახელმწიფო მზად არის და ამისთვის უკვე ასრულებს საშინაო სამუშაოს, რომ ეს პასპორტები ხელმისაწვდომი გახდეს გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელებისთვის, რომლებიც მათ შესაძლებნლობას მისცემს, ევროკავშირში და მსოფლისო ბევრ ქვეყანაში, უვიზოდ და შეფერხებების გარეშე გადაადგილდნენ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან უწყებათაშორისი კომისიის დასრულების შემდეგ.