მთელი მსოფლიოსთვის ალექსი პეტრიაშვილი დაზარალებული იყო, გარდა პროკურატურისა

მთელი მსოფლიოსთვის ალექსი პეტრიაშვილი დაზარალებული იყო, გარდა პროკურატურისა

მთელი მსოფლიოსთვის ალექსი პეტრიაშვილი დაზარალებული იყო, გარდა პროკურატურისა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პროკურატურის მიერ პარტიის წევრის ალექსი პეტრიაშვილის დაზარალებულად ცნობის შეფასებისას განაცხადა. ალასანია მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყება იძულებული იყო პეტრიაშვილი დაზარალებულად ეღიარებინა.

"ახლა ადვოკატს საშუალება მიეცემა გაეცნოს საქმის მასალებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოძიება გავა ბოლომდე და დამნაშავეებსაც, შემკვეთებსაც და ამის ორგანიზატორებსაც, კანონის მთელი სიმკაცრით დასჯის", - განაცხადა ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის კიდურების, წელის და თავის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა. საქმეზე გამოძიება სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო, რის შეცვლასაც დაცვის მხარე მკვლელობის მცდელობის მუხლით ითხოვდა.