ექსპერტი ირაკლი ზარქუა ფიქრობს, რომ ფასების კლება უცებ არ მოხდება, მაგრამ უახლოეს პერიოდში, ეს პროცესი დაიწყება.
საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ექსპერტი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ლარის გამაყრებას უნდა მოჰყვეს ფასების კლება ნავთობპროდუქტებზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე, ასევე, საკვებ პროდუქტებზე.
"მოკლევადიან პერიოდში, როდესაც ხდება ლარის კურსის ნახტომისებური გამყარება, ადეკვატური არ არის ხოლმე ფასების შემცირება სამომხმარებლო ბაზარზე, თუმცა გრძელვადიან პერიოდში, უნდა მოხდეს ფასების კლება, პირველ რიგში, სამომხმარებლო საგნებზე, საკვებ პროდუქტებზე და ნავთობ პროდუქტებზე. ეს უახლოეს პერიოდი მოხდება. მედიკამენტებზე ფასების დაკლება უკვე დაწყებულია და კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა ეს პროცესი", - აცხადებს ზარქუა "პირWელთან".
მისივე აზრით, ლარის კურსის გამყარების პროცესი უსასრულოდ არ გაგარძელდება და თავისი ლოგიკური დასასრული ექნება.
"ჩემი პროგნოზი ასეთია, რომ ლარის კურსი დაახლოებით, 2,15- 2,20 ფარგლებში გაჩერდება, რადგან მაკროეკონომიკური პარამეტრები ამის საშუალებას იძლევა", - განაცხადა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა.