დღეს, ტექნოპარკში, The Economist-ის წლიური ჟურნალის „მსოფლიო 2016“ ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია და კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2016 წელს“ იმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია The Economist-ის წლიური ჟურნალის „მსოფლიო 2016“ ქართულენოვანი გამოცემის რედაქცია – ჯორჯია თუდეი ჯგუფი, ხოლო მხარდამჭერებია: SOCAR, Microsoft, 2030, აჭარა ჯგუფი.
"ვფიქრობთ, სამუშაო გარემოში აქტუალურ საკითხებზე მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და საექსპერტო წრეების ერთობლივი ანალიტიკური კონფერენცია საინტერესო ფორმატია, რაც საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მისი მომავალი განვითარების პერსპექტივის გლობალურ კონტექსტში გააზრებაში და როგორც მთავრობის, ისე კერძო სექტორის ეფექტური მუშაობისთვის ახალი იდეების გენერირებაში დაგვეხმარება,“ - აცხადებს The Economist-ის წლიური ჟურნალის „მსოფლიო 2016“ გამომცემელი, გიორგი შარაშიძე,
კონფერენციის პროგრამა შემდეგნაირად შედგება: 11:10-12:10 – პანელი 1: საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევები: რა გაკეთდა, რა ვერ გაკეთდა, რა უნდა გაკეთდეს?
გიგა ბედინეიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტი; მირიან გოგიაშვილი, საპარტნიორო ფონდი; მიხეილ დუნდუა, 2030;
12:10-13:10 – პანელი 2: სოფლის მეურნეობა. მთავარი გამოწვევები.
ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრი; ნინო ზამბახიძე, ფერმერთა ასოციაცია; ანა მიქაძე, ყველის მწარმოებელთა ასოციაცია
13:10-14:00 – სადილი
14:00-15:00 – პანელი 3: საქართველოს ეკონომიკა რეგიონულ და გლობალურ პერსპექტივაში
დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცეპრემიერი; ბრუნო ბალვანერა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი; ერიკ ლივნი – ISET;
15:00-16:00 – პანელი 4: ტურიზმი. მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივა
გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; სარა მიქაელი, მსოფლიო ბანკი; ვალერი ჩეხერია, აჭარა ჯგუფი;
16:00-17:00 – პანელი 5: მეწარმეობისა და ინოვაციების როლი ეკონომიკურ ზრდაში
ანი კვარაცხელია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო; ირაკლი ქაშიბაძე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო; კენ ვოლში, სან-დიეგოს უნივერსიტეტი;