პროკურორი:   ინგა ჩატოიანი დაეხმარა გამოძიებას ნივთიერი მტკიცებულებების ამოღებაში

პროკურორი: ინგა ჩატოიანი დაეხმარა გამოძიებას ნივთიერი მტკიცებულებების ამოღებაში

საქმის გარემოებების მიხედვით, არ არსებობს ინგა ჩატოიანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების საფუძველი. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ჩატოიანი თანამშრომლობს გამოძიებასთან. იგი დაეხმარა გამოძიებას ნივთიერი მტკიცებულებების ამოღებაში და აღმკვეთი ღონისძიების მიზნები მიღწეული იქნება მის შემთხვევაში გირაოს გამოყენების დროსაც.

"საქმის გარემოებების მიხედვით, არ არსებობს ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების საფუძველი. ინგა ჩატოიანი თანამშრომლობს გამოძიებასთან, იგი დაეხმარა გამოძიებას ნივთიერი მტკიცებულებების ამოღებაში და აღმკვეთი ღონისძიების მიზნები მიღწეული იქნება გირაოს გამოყენების შემთხვევაში", - განაცხადა კოტრიკაძემ.

რაც შეეხება დღეს მომხდარ დაპირისპირებებს, როგორც პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, გამოძიება მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა დაცული იქნეს ყველა მონაწილის ინტერესები.

როგორც ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, სასამართლომ დღეს სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუადგომლობა ჩატოიანისთვის 5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების თაობაზე.

"დღევანდელ პროცესზე სასამართლომ განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებული ინგა ჩატოიანის მიმართ გირაოს 5 ათასი ლარის ოდენობის შეფარდების შესახებ, ხოლო მეორე ბრალდებულ ნიკოლოზ ხაჭაპურიძის მიმართ მხოლოდ წინასასამართლო სხდომის გამართვის თარიღის დადგენის შესახებ. ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს სხვა საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა და განისაზღვრა მხოლოდ წინასამართლო სხდომის თარიღი მასთან მიმართებაში. ინგა ჩატოიანის მიმართ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა სრულად, შეეფარდა გირაო 5 ათასი ლარის ოდენობით", - განაცხადა კოტრიკაძემ.