სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერებს შეხვდება

სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერებს შეხვდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბასა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელ მურატ ჯიოევთან შეხვედრას გამართავს.

რუსული მედიის ცნობით, შეხვედრა თვის ბოლოს დაგეგმილ ჟენევის დისკუსიებს მიეძღვნება.

როგორც რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, მოლაპარაკებების დროს დაგეგმილია ისეთ თემებზე მსჯელობაც, როგორიცაა რეგიონული თანამშრომლობა.

ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდი 22-23 მარტსაა დაგეგმილი.

როგორც ჩიკირბამ განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ მომდვენო რაუნდი წინა შეხვედრებთან შედარებით უფრო წარმატებული და კონსტრუქციული იქნება.

ჟენევის დისკუსიები კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევას ეძღვნება და იგი ერთადერთი დიალოგის ფორმატია რუსეთსა და საქართველოს შორის. მოლაპარაკებებში ოკუპირებული რეგიონების, რუსეთის, საქართველოსა და აშშ-ის წარმომადგენლები მონაწილეობენ. იგი 2008 წლის ოქტომბრიდან გაერო-ს ევროკავშირისა და ეუთო-ს ეგიდით იმართება.